"რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე ხართ"- კოვიდინფიცირებული ქართველი ემიგრანტის ემოციური მიმართვა

  • 5 აპრილი 12:05

კორონავირუსით ინფიცირებული უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ფიქრია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

"იცით რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლთან და ხორცთან ხართ? ვერ აფასებთ, იმას, რაც გაქვთ. დღეს, ეს ასმაგად დავაფასე. როდესაც ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს ვიგებდი მუხლები მეკვეთებოდა. ცრემლებს ვყლაპავდი და ჩემს თავს ვუმეორებდი, ფიქრია ძლიერი ხარ შენ ამას გაუძლებ. იცით დიაგნოზზე რთული რა არის? ის რომ მარტო ხარ. ვერავის დაეყრდნობი. მხოლოდ შენ და თეთრებში შემოსილი ადამიანები,რომლებიც იბრძვიან შენთვის, შენი კარგად ყოფნისთვის. თუმცა არავინ გიახლოვდება. ისე არიან შემოსილები სახეს ვერ გაარჩევ. შენგან შორს დგანან და გაფრთხილებენ, რომ არაფერს შეეხო. შენც ემორჩილები. ცრემლები ყელში გაწვება, მუხლები გიკანკალებს. ყველა წამი საათად გექცევა, თვალებით საშველს ეძებ და ვერსად პოულობ. ტესტის პასუხის ლოდინში. დრო უსასრულობამდე გრძელდება. მერე შენი გვარი მოიცავს საავადმყოფოს კედლებს. და ექიმის შეწუხებული სახე. ვწუხვარ. პასუხი დადებითი. აი აქ შენი გამბედაობა და ის სიძლიერე სრულდება, რაც ცოტახნისწინ იპოვე საკუთარ თავში. გზა ერთი საავადმყოფოდან მეორემდე. საავადლყოფოს კარიდან სასწრაფოს მანქანამდე სულ რაღაც 10 ნაბიჯი, კილომეტრებად გეჩვენება, ძლივს, რომ გაივლი ამ მონაკვეთს და იქაც შეშფოთებული სახეები გხვდება.და იმის მთქმელიც არ გყავს ნუ გეშინია მე შენთან ვარ, ყველა, გზას მარტო გადიხარ. ყველა პასუხს მარტო იღებ, გტკივა, გინდა იყვირო, მაგრამ ხმა სადღაც შენში იმალება. სულის ტკივილამდე გინდა და გჭირდება შენი ოჯახი. შენი საყვარელი ადამიანები. გინდა იცოდე , რომ კარს მიღმა ვიღაც გელოდება. გამოდიხარ და სრულ მარტოობაში იკარგები. ეს არის დღე რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა. მაპატიეთ თუ ვერ გპასუხობთ ჩემიც გაიგეთ. მიყვარხართ #დარჩითსახლში არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა", - წერს ფიქრია.