ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში "შმაქსით" მივიდა

  • pia.ge
  • 10 ოქტომბერი 12:26

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

მხარეებმა დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე უნდა იმსჯელონ. სხდომას ესწრება ნიკა მელია, რომელიც სასამართლოში "შმაქსით" მივიდა.


"ივანიშვილი დამარცხდება, რადგან დევნის ყველას, ვინც არის მის ოპოზიციაში, დევნის არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ იქნებიან ისინი მედიის წარმომადგენლები თუ ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ",-აღნიშნა ნიკა მელიამ პროცესის დაწყებამდე.


მისივე თქმით, ხვალიდან აღარ აპირებს, მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს.


ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად.


შეგახსენებთ, პოლიტიკურმა პარტიამ "გირჩი" თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, "შმაქსაობაში" ჩართვა შესთავაზა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge