მსოფლიო, შესაძლოა, ბიოლოგიურ პასპორტებზე გადავიდეს

  • 5 აპრილი 11:41

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ COVID-19-ის ეპიდაფეთქების შემდეგ ქვეყნებმა გარე სამყაროს საკუთარი კარი უხალისოდ გაუღონ.

ახალი კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში შედეგად შესაძლოა ბიოლოგიური პასპორტების გაჩენა მოჰყვეს, რომლებიც ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს და მათ ტერიტორიებზე შესული უცხოელების ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა იქნება, ნათქვამია Deutsche Bank-ის კვლევაში, რომელსაც საინფორმაციაო სააგენტო РИА Новости ეყრდნობა.


როგორც ბანკის ეკონომისტები აღნიშნავეს, ამჟამინდელმა კრიზისმა აჩვენა, რომ მსოფლიო ორიოდე კვირაში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ამიტომ არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ COVID-19-ის ეპიდაფეთქების შემდეგ ქვეყნებმა გარე სამყაროს საკუთარი კარი უხალისოდ გაუღონ.


ტურიზმი, ალბათ, ბოლო სფერო იქნება, რომელიც ნორმაში მოვა. ქვეყნებმა სერიოზული ძალისხმევა გასწიეს, რათა ვირუსი დაემარცხებინათ საკუთარ ტერიტორიებზე, ამიტომ ისინი უხალისოდ გახსნიან საზღვრებს მტკიცებულებების გარეშე, რომ მათთან ჩასული ტურისტები ვირუსის მატარებლები არ არიან. მოქალაქეებს, რომლებიც ვერ შეძლებენ დაამტკიცონ „სისუფთავე“, მოგზაურობის გაუქმება მოუწევთ“, — წერენ Deutsche Bank-ის ეკონომისტები. 
ასეთ მტკიცებულებად, ექსპერტების აზრით, შეიძლება იქცეს ბიოლოგიური პასპორტი — სპეციალური ტექნოლოგია მობილური ტელეფონებისთვის (პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვით), რომელშიც ასახული იქნება მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცნობა იმის შესახებ, შედის თუ არა ის რისკის ჯგუფში. 


წაიკითხეთ სრულად