საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც ექიმია, კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 5 აპრილი 11:29

საჩხერის მუნიციპლიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა პირველ არხს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი აქვს.

ეს არის მორიგი მედიკოსის დაინფიცირების შემთხვევა. საჩხერის მერი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.


 ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს – განაცხადა მერმა.


წაიკითხეთ სრულად