უფრო მსუბუქი, მაგრამ... მეცნიერები კორონავირუსის ახალ მუტაციაზე ალაპარაკდნენ

  • 5 აპრილი 11:19

ჩინელმა სამხედრო მკვლევარებმა აღმოაჩინეს საშუალო ხნის მამაკაცი, რომელსაც დაავადება 49 დღის განმავლობაში უგრძელდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ხანგრძლივობით დაავადების სხვა შემთხვევებს.

ჩინელი მეცნიერები საზოგადოებას კორონავირუსის ახალი მუტაციის თაობაზე აფრთხილებენ, რომლითაც ადამიანები შესაძლოა უახლოეს ორ თვეში დაინფიცირდნენ, იუწყება გამოცემა Mirror-ი.


 გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა სამხედრო მკვლევარებმა აღმოაჩინეს საშუალო ხნის მამაკაცი, რომელსაც დაავადება 49 დღის განმავლობაში უგრძელდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ხანგრძლივობით დაავადების სხვა შემთხვევებს.  


მანამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც COVID-19-სგან განიკურნენ, დაავადებაზე უარყოფით პასუხს ტესტი საშუალოდ 20 დღეში აძლევდა, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა 37 დღით განისაზღვრებოდა. 


წაიკითხეთ სრულად