5 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

  • 5 აპრილი 11:06

გაეცანით 5 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ


2-11 აპრილი


2-11 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.


ამ დეკადას მზე მფარველობს. ამ პერიოდში დაბადებულები პატივმოყვარე, მტკიცე და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.


მნიშვნელოვანი წლებია: 15,19, 30, 35, 45, 57, 60, 76.


ამ ადამიანთა სიმბოლოა მაგნოლია.


ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე პატივმოყვარე პიროვნებები არიან. პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესები, ხანდახან ვერ საზღვრავენ საკუთარ ძალებს და თავიანთ შესაძლებლობებს აზვიადებენ. ხშირად ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფების რჩევებს. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანების რჩევებისა და ინტერესების გათვალისწინება.


5 აპრილს დაბადებულები


5 აპრილს ძალზე ნიჭიერი ადამიანები იბადებიან. აქვთ მოქნილი ჭკუა, შესანიშნავი მეხსიერება; არიან კარგი ორატორები, ასევე აქტიური და ხალისიანი ადამიანები. თუ ამ დღეს დაბადებულები სწორ გზას აირჩევენ, გამოიყენებენ და განავითარებენ თავიანთ ნიჭს, მიაღწევენ ბედნიერებას, მაღალ სოციალურ სტატუსს და წარმატებებს საქმიანობაში, თუ არა - ფსკერზე დაეშვებიან და მანკიერებაში ჩაიძირებიან.
როდესაც ამ დღეს დაბადებულები რაიმე წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში, მისი შენარჩუნების უნარი შესწევთ. არიან რა ძალზე კონცენტრირებული, თავშეკავებული და შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულიც, ამავე დროს, არ არიან ეგოისტი ადამიანები. ურჩევნიათ, გარე დამკვირვებლის როლი მოირგონ, ვიდრე საქმის არსს სიღრმეებში ჩაწვდნენ. ეს ადამიანები, როგორც წესი, ერთ პროფესიას ირჩევენ და მისი საშუალებით ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზებას. ეს ეხება პრინციპებსაც, რომლებსაც ასევე არ იცვლიან ცხოვრების განმავლობაში.


5 აპრილს დაბადებულების უმეტესობას სურს, რომ შეაქონ, აღიარონ. მაგრამ ამის გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება - უბრალოდ, შრომობენ და თან, ხშირად, უანგაროდ. დაწყებული საქმე ყოველთვის მიჰყავთ ბოლომდე. მიუხედავად პოპულარობისა და დიდებისკენ სწრაფვისა, „ვარსკვლავური“ დაავადება არ აწუხებთ, სინამდვილეში, მორცხვი და მორიდებული არიან. არ უყვართ, როდესაც მათ სულში იქექებიან, ანალიზს ცდილობენ ან სხვადასხვა გამოცდას უწყობენ.


წაიკითხეთ სრულად