ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა

  • 10 ოქტომბერი 11:47

ქუთაისში, 65 ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა ხუნდაძის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.