ვისთვის არის იღბლიანი დღე 5 აპრილი? - მიხეილ ცაგარელის დღის ასტროპროგნოზი

  • fortuna.ge
  • 5 აპრილი 10:23

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას შეუქმნის პრობლემებს.

მოიმატებს თავის ტკივილი, მიაქციეთ ყურადღება არტერიულ წნევას. დღევანდელი დღე არაფორმალური ლიდერების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სახლის დალაგებისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, დიეტის დასაწყებად, თმების შესაჭრელად. ცუდი დღეა კრიტიკისთთვის. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.


ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭ-ნაწლავის სისტემა და ელენთა.


დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე და ნარინჯისფერი, ისინი თქვენს შარმს გაზრდიან. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, გელიოტროპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისთვის და თევზებისთვის, დღე შედარებით დაძაბულია იქნება ვერძთათვის და ტყუპებისთვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge