"ცინიზმია, რომ საქართველოში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ისევ ჩინელები აშენებენ"

  • 4 აპრილი 21:46

„ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტი, ზაზა შენგელია საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გახსნას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს. 

„ძალიან კარგია, რომ იხსნება და თანაც ძალიან დროულად იხსნება (ცოტა დაგვიანებულიც კია)…რასაც ჰქვია – ნამდვილი მისწრებაა ახლა ქვეყნისთვის სრულიად ახალი 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო … სერიოზულად ვფიქრობ ასე, ხუმრობის გარეშე… ოღონდ ამ ისტორიაში არ მომწონს ერთი რამ: ნამდვილი ცინიზმია, რომ ამ ორივე საავადმყოფოს ისევ ღამურის სუპის მჭამელი ჩინელები აშენებენ… არ შეიძლება, რომ მსოფლიომ და მათ შორის საქართველომაც, სანქციები დაუწესოს ჩინეთს, სანამ რეალურად არ მოეშვებიან ღამურების, ძაღლების, კატების, ორანგუტანგების, შიმპანზეების, პანგოლინების და წითელ წიგნში შეტანილი სხვა ცხოველების ჭამას და მერე მთელი მსოფლიოს დაინფიცირებას?


 ჯერ კორონავირუსით მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ დანარჩენ მსოფლიოს, ფაქტობრივად გააჩერეს ცხოვრება დედამიწაზე… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შუა საუკუნეებში შავი ჭირიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ეპიდემია მათგან მოდიოდა.


 წაიკითხეთ სრულად