"მიხარია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან მწყობრ და რთულ გადაწყვეტილებებს იღებს"

  • 4 აპრილი 20:11

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილის თქმით, დაავადება მის შემთხვევაში თითქმის უსიმპტომოდ, თუმცა 26 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

გამყრელიძის აზრით, საქართველოში ინფიცირებულთა არც ისე დიდი რაოდენობა ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია.


"ჩემ შემთხვევაში დაავადება საშუალოზე მსუბუქად, მაგარამ დიდხანს, 26 დღის განმავლობაში ვმკურნალობდი. პირველ რიგში ის ვიფიქრე ხომ არ გადავდე ვირუსი ჩემს მეუღლეს, შვილებს ან ახლობლებს. ჩემი ტვინი მობილიზებული იყო რომ სწორი სია ჩამომეწერა ვინ უნდა დაიზოლაციებული, რომ ვინმე არ გამომრჩენოდა. ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან მწყობრ და საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებს იღებს და ამ მწყობრი გადაწყვეტილების წყალობთ ვართ იქ რომ დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა არც ისე მაღალი არის", - განაცხადა ნიკლოზ გამყრელიძემ.



ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოდან 1-ელ აპრილს გაწერეს.