ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სააკაშვილი ერთი კვირაა გაიძახის, რომ მზად არის თავისი ფულით ევროპიდან ჩამოიყვანოს ქართველები - საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი

  • 4 აპრილი 18:59

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში, ასევე, წერს ავიაკომპანია SkyUp-ის შესახებ, რომელიც არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა სცადოს და ორგანიზება გაუკეთოს ამ რეისებს.


„მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირაა გაიძახის, რომ მზად არის თავისი ფულით (არ ვიცი, საიდან აქვს ამდენი ფული) დააფინანსოს ავიარეისები ევროპიდან და ჩამოიყვანოს იქ ჩარჩენილი ქართველები სამშობლოში...
სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უკრაინის ტელევიზიებით, სადაც ამბობს, რომ ევროპაში გაბნეული უკრაინელები სამშობლოში არ უნდა დაბრუნდნენ, რადგან უკრაინას მათი მიღების საშუალება არ აქვს.
ავიაკომპანია SkyUp არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ამ კომპანიის სკანდალებზე ადვილია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სცადოს და გაუკეთოს ორგანიზება ამ რეისებს. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ფორმალური ქაღალდის აღებაა საჭირო საავიაციო ადმინისტრაციაში.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ რამე ერთი რეისის ორგანიზებას მაინც მოაბამს თავს...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.