"ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები პატრიარქის ლოცვა-კურთხევას"

  • 4 აპრილი 18:41

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს მისივე სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა.

"ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები საპატრიარქოსგან როგორ იქნება ლოცვა-კურთხევა, როგორ გვაკურთხებს პატრიარქი და იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.


ცნობისთვის, რომ რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.


წყარო