რა გზით შემოვიდა საქართველოში სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

  • 4 აპრილი 18:37

32 წლის ქართველ სპორტსმენი, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურა, 10 წელზე მეტხანს საქართველოში არ იმყოფებოდა, იგი რუსეთის მოქალაქეა. ჩვენი ინფორმაციით, სპორტსმენი წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 28 მარტს ჩავიდა.

"გ.ღ. აფხაზეთიდან დევნილია. მის ოჯახს სოხუმის დაცემის შემდეგ ამ ოჯახთან სოფელ ლიაში ჰქონდა კავშირი, გარკვეული დროის მანძილზე მისი ოჯახი სწორედ ამ ოჯახმა შეიფარა. 10 წელია, იგი მეგობართან სოფელ ლიაში არ ჩამოსულა. ჩვენთვის უცნობია, საიდან მოვიდა იგი - აფხაზეთიდან თუ თბილისიდან. მან მოიარა მთელი მეგობრები, იყო წალენჯიხაში, ჯვარში, ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაშიც, აქ დაჰყო, დაახლოებით,  2 დღეზე მეტი“, – განაცხადა "პრაიმტაიმთან" საუბრისას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.


წყარო