შალვა ნათელაშვილი: თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო

  • 10 ოქტომბერი 10:36

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებას სოციალურე ქსელში გამოეხმაურა. 

"სასწაულებს ვისმენ,ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო,ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე ის უკვე იქ სწავლობს", - წერს ნათელაშვილი. 


შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში გუშინ მოუსმინეს. 


თადუმაძის მოსმენა თითქმის 9 საათი მიმდინარეობდა. 


თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.