გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

  • 10 ოქტომბერი 10:31

დიდუბეში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 


ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ადგილზე  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.