"ეს ადამიანები არიან თუ არა ჩუმი მკვლელები ვინც რიგშია?"

  • 4 აპრილი 17:56

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვერცერთი ჯანდაცვა გაუძლებს ბევრ ინფიცირებულ პაციენეტებს.

"ეკლესია დავკეტოთო!
ონლაინ გაყიდვა ავკრძალოთო!
ქმრის გვერდით ცოლი არ დაჯდეს მანქანიშიო!
იმ ხალხზე ვდარდობდი, ვინც დისტანციას იცავდა და პირბადე ეკეთა - რადგან აშშ-ში საუბრობენ უკვე იმაზე რომ ჰაერით გადადის ვირუსი!
გამოდი, თურმე, ქალაქში ..
ეს თბილისია, დღეს, 4 აპრილი!
გლდანია!
სხვაგანაც ასე იქნება!
რა პირბადე, რის რიგი!
ყოველი მეორე რიგი აღებული უნდა იყოს და ადგილი გაფართოებული რიგებს შორის, დისტანცია უნდა იყოს დაცული, რიგი უნდა კონტროლდებოდეს და იმ ადამიანებს, ვინც ვერ იყიდის 5 ლარიან პირბადეს, იმიტომ რომ პური და კარტოფილი, მაკარონი და ზეთი აქვს საყიდელი - უნდა დაურიგდეს!
ხო, შიშმა დამრია ხელი და დაყრილი ნაგავი და ანტისანიტარია ვეღარ გადავიღე, გამოვიქეცი, სპირტი ვისხი თავზე და ტანზე!
თქვენი ბებიების, თქვენი ბიძების, თქვენი დედების გამო შემეშინდა! მეც ჩავდგები მერე მაღაზიის დისტანცირებულ რიგში და ამ ურიგობაში თუ ვირუსი ავიკიდე, გადავდებ, გადავდებ და მოგიკლავთ!
ცუდი ჟურნალისტი ვარ, ალბათ, თორემ, კარგი ჟურნალისტები მიდიან და ახლოდან იღებენ, არა აქვთ იმის შიში, რომ ფარული მკვლელები გახდნენ შესაძლებელია!
ეს ადამიანები არიან თუ არა ჩუმი მკვლელები ვინც რიგშია?
ალბათ, ამაზე არ უფიქრიათ, ჩვენ ხომ აღარ ვეძახით ამ ვირუსს მკვლელ ვირუსს, რათა ხალხი არ შევაშინოთ!
ხოდა, აი, ასეთია უშიშარი ხალხი!
გილოცავთ!
ვირუსი არ კლავს, ეს არ არის მკვლელი ვირუსი და ეს მართალია!
ჩვენ ვკლავთ! უპასუხისმგებლობით!
რაოდენობა კლავს, ვერც ერთი ჯანდაცვა გაუძლებს რაოდენობას და თუ გგონიათ 150 პაციენტს და 1500-ს ყველას ერთნაირად ეყოფა ჩვენი ექიმების ხელი - მწარედ სცდებით!"- წერს ჟურნალისტი.