რაზე მეტყველებს ფჩხილის ფორმა და ფერი

  • sputnik-georgia.com
  • 10 ოქტომბერი 10:14

ძველი ინდოეთის ხალხები მიიჩნევდნენ, რომ ფრჩხილები - ეს ძვლების სარკეა, და რომ მათით შეიძლება დადგინდეს, რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს ძვლები.

თანამედროვე მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ ფრჩხილები არა მხოლოდ ძვლების, არამედ ნებისმიერი დაავადების შესახებ იძლევა ინფორმაციას - თანაც მანამ, სანამ სიმპტომები თავს იჩენს.


ვნახოთ, რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ფრჩხილის ფერი თუ ფორმა:


თეთრი წერტილები ფრჩხილებზე - შესაძლოა მიუთითებდეს თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე ორგანიზმში
 
კოჟრი ან ხორცმეტი ფრჩხილზე უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ
 
თუ ფრჩხილი თუთიყუშის ნისკარტივითაა მომრგვალებული, ესე იგი ადამიანს ქრონიკული ხველება აწუხებს
 
გირჩის ფორმის ფჩხილი მიანიშნებს, რომ მფლობელს სუსტი გული ან ფილტვები აქვს
 
თუ ფრჩხილზე სიგრძივი ზოლები გაგიჩნდათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ვინაიდან ეს პირდაპირ მიანიშნებს საკვების ცუდად ათვისებაზე
 
ნახვრეტები ფრჩხილზე ელენთის პათოლოგიაზე მეტყველებს
 
თუ ფრჩხილის ძირი თეთრია ოღონდ მუქი ზოლებით, ეს შესაძლოა ღვიძლის პრობლემაზე, მაგალითად, ჰეპატიტზე მიანიშნებდეს
 
ყვითელი ფრჩხილები - თუ სოკოვან დაავადებას გამოვრიცხავთ, ეს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის მძიმე დაავადებაზე, ფილტვების პრობლემაზე, დიაბეტზე ან ფსორიაზზე მეტყველებდეს

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com