სოსო მანჯავიძე: მიხეილ სააკაშვილმა 10 000 ქართველს უსწრაფესად ჩამოგიყვანთ, ოღონდ ნება მომეცითო, შემდეგ ზუსტად ისეთივე ანთებული უკრაინულ არხზე კითხვას სვამს - განა ახლა უკრაინა ემიგრანტების მისაღებად მზად არის?

  • 4 აპრილი 16:00

"მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის კარიკატურას აკეთებს - თავი გადაგვჭამა, 10 000 ქართველს უსწრაფესად ჩამოგიყვანთ ჩემი ხარჯით, ოღონდ ნება მომეცითო და შემდეგ, ზუსტად ისეთივე ანთებული გამოდის უკრაინულ არხზე "Свобода слова" და კითხვას სვამს - განა ახლა უკრაინა ემიგრანტების მისაღებად მზად არისო", - ამის შესახებ სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

სოსო მანჯავიძე აღნიშნავს რომ, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის კარიკატურას იკეთებს.


"ნიჭიერი კაცია მიხეილ სააკაშვილი, არ ჩერდება და სულ ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ახალი ჟანრი შექმნა, რომელსაც მე პოლიტიკურ აუტო-შარჟს დავარქმევდი. ანუ, ეს კაცი ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის კარიკატურას იკეთებს", - წერს ექსპერტი.


მისივე თქმით, სააკაშვილი უკრაინულ არხზე ზუსტად იმის საპირისპიროს ამბობს, რასაც ორი დღის წინ ქადაგებდა. 


"აგერ თავი გადაგვჭამა, 10 000 ქართველს უსწრაფესად ჩამოგიყვანთ ჩემი ხარჯით, ოღონდ ნება მომეცითო. შემდეგ ზუსტად ისეთივე ანთებული გამოდის უკრაინულ არხზე "Свобода слова" და კითხვას სვამს - განა ახლა უკრაინა ემიგრანტების მისაღებად მზად არისო? ზუსტად იმის საპირისპიროს ამბობს, რასაც ორი დღის წინ ქადაგებდა, თანაც ერთი და იგივე, მისთვის დამახასიათებელი აგზნებულობით. ისე, ყველაზე ბუნებრივ მდგომარეობაში მაინც სახურავზე იყო. მეტი რა მხატვრული ხერხით უნდა გვაჩვენოს განგებამ ადამიანებს ამ კაცის სულიერი მდგომარეობა. ღმერთმა განკურნოს და გამოაჯანმრთელოს ის და მისი მრევლი", - წერს სოსო მანჯავიძე.


ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა, საკმარისი კავშირები, ორგანიზაციული და ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივად მოხდეს ხალხის ჩამოყვანა, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში.