კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი საცხოვრებელი ადგილი, კონტაქტები და თანმხლები დაავადებები ცნობილია

  • 4 აპრილი 14:31

4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაფიქსირდა.

იგი გარდაიცვალა კორონავირუსით, მაგრამ ჰქონდა სხვა გართულებებიც: სეფსისი, დისტრეის სინდრომი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. მას ჰქონდა საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები: კარდიომიპათია, გულის უკმარისობა მე-4 ხარისხის, არტერიული ჰოპერტენზია მესამე ხარისხის, მიტრალური სარკმლის ნაკლოვანება, აორტის სარკმლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარკმლის არარევმატიული ნაკლოვანება, კახექსია.


პაციენტი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩიდან, სადაც გარდა ამისა არის 5 დადასტურებული შემთხვევა. იგი კონტაქტში იყო იმ ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ  რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრას ესწრებოდნენ, რის შემდეგ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და ერთ-ერთმა გადასდო გარდაცვლილ ქალ. 


როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ შემთხვევაში დაინფიცირებულთა ჯაჭვი სრულად ცნობილია.


წყარო