საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

  • pia.ge
  • 4 აპრილი 12:50

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნულის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.


"კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილი იქნა კრიტიკული პაციენტი 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვდინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში მასთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ დღეს დილით, 9;00 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა", - განაცხადა ლევან რატიანმა.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 156 ადამიანია ინფიცირებული.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge