უეინ რუნის და ჯეიმი ვარდის ცოლები ერთმანეთს Instagram-ის გამო დაუპირისპირდნენ

  • imedinews.ge
  • 9 ოქტომბერი 23:03

ცნობილი ფეხბურთელის, უეინ რუნის ცოლმა, კოლინმა დაადგინა თუ როგორ ხვდება ინფორმაცია მისი დახურული Instagram-იდან ყვითელ პრესაში.

მისი თქმით, გამოძიება 5 თვეს გრძელდებოდა, გაჟონვის წყარო კი „ლესტერის“ ფეხბურთელის, ჯეიმი ვარდის ცოლი, რებეკა აღმოჩნდა. 


რუნის თქმით, ინფორმაცია მისი დახურული ანგარიშიდან სისტემატურად ხვდებოდა ყვითელ პრესაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქმეში ეჭვმიტანილი გამოჩნდა და მისი ბრალის დასამტკიცებლად ფეხბურთელის ცოლმა ექსპერიმენტი ჩაატარა. მან რებეკა ვარდის გარდა ყველა მეგობარს თავისი გვერდის დათვალიერება აუკრძალა და მისი პოსტები გაზეთებში მაინც აღმოჩნდა. 


ქალები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. მათი ქმრები ინგლისის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.


რებეკა ვარდიმ ბრალდება Twitter-ზევე უარყო და რუნი იმაში დაადანაშაულა, რომ მან თავისი გამოძიების შედეგები გაფრთხილების გარეშე გამოაქვეყნა. 


დაპირისპირებამ საქმე ბრიტანული Wikipedia-ს მოდერატორებს გამოუჩინა. ისინი კოლინ რუნის გვერდზე ჩასწორებებს ებრძვიან. მომხმარებლები მის მოკლე აღწერაში, რომელშიც წერია „ინგლისელი ტელეწამყვანი“ ამატებენ სიტყვებს „და კერძო დეტექტივი“. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge