მოვაბრძანეთ ქალბატონი ბოდიალა - ზოპარკიდან დაკარგული კარაკულა იპოვეს
- 9 ოქტომბერი 22:27
ზოოპარკიდან დაკარგული ძაღლი იუსტიციის სახლთან იპოვეს. პუდელი კარაკულა ზოოპარკიდან გუშინ გაიქცა და დაიკარგა.
“გაბოდიალდა ზოოპარკიდან და უკან აღარ დაბრუნებულა”,- დაწერეს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე.
კარაკულა იუსტიციის სახლთან, დღეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც დაკარგული ძაღლი შეიფარა, შემდეგ კი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურშიც დარეკა.