ტრანსპორტის მომსახურებების გადახდა კიდევ უფრო გამარტივდა

  • 9 ოქტომბერი 21:56

ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა ონლაინ გადახდების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. თუ ავტომობილს ფლობთ, ალბათ, მუდმივად გიწევთ კონტორლი რაიმე სახის გადასახადი ან ჯარიმა რომ არ გამოგეპაროთ.

ამ კატეგორიის გადასახადების გადადება ხომ არაფრით შეიძლება. იმისთვის რომ ქალაქში არსებულ საცობებსაც ღირსეულად დაუძვრეთ, არც სიჩქარეს გადააჭარბოთ და არც მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგაგვიანდეთ, რკინის ნერვები გჭირდებათ, მაგრამ თუ მაინც, რაიმე მიზეზით, პატრულის ჯარიმა მიიღეთ, ნურც ამის შეგეშინდებათ: TBC Pay საქმეს გაგიმარტივებთ.


ამ უნიკალურ ვებგვერდზე ყველაფერია იმისთვის რომ ნებისმიერი ჯარიმა სულ რაღაც ერთ წუთში გადაიხადოთ ისე, რომ არც ადგილიდან დაძვრა დაგჭირდეთ და არც გრძელ რიგებში დგომა მოგიწიოთ.


თიბისი ფეი გადახდის რამდენიმე კომბინაციას გთავაზობთ. მაგალითად, შეგიძლიათ ჯარიმა მოძებნოთ:


ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით;


ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრით;


ქვითრის ნომრითა და დაჯარიმებული პირის პირადი ნომრით;


ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრით და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით თუმცა იმისთვის რომ რომელიმე ჯარიმა არ გამოგეპაროთ და ყველაფერი, რაც თქვენს სატრანსპორტო საშუალებას ეხება ერთ სივრცეში, თვალსაჩინოდ გქონდეთ თავმოყრილი, თიბისი ფეიზე მოკლე, სანდო და უსაფრთხო რეგისტრაციაც კმარა.


გარდა პატრულის ჯარიმისა, ასევე, შესაძლებელია გადაიხადოთ პარკირების ჯარიმა ან
სულაც შეიძინოთ პარკირების საშვი ონლაინ.


თანაც, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის TBC Pay-ს ვებგვერდს სხვადასხვა უპირატესობები აქვს, როგორებიცაა:


ელექტრონული საფულე, რომლის ბალანსიდან გადახდები ბარათის საკომისიოს
გარეშე შეგიძლიათ განახორციელოთ;


მომხმარებლის პირადი კაბინეტი, სადაც მოცემულია თქვენი გადახდების ისტორია, რომელიც TBC Pay-ს ვებგვერდიდან განახორციელეთ და აქვე გაქვთ საჭიროების შემთხვევაში, ქვითრის ამობეჭდვის ან ჩამოტვირთვის ფუნქციაც;


სხვადასხვა სერვისის დაშაბლონება და შეტყობინება დავალიანების შესახებ ან სულაც ავტომატური გადახდები, რომლის საშუალებითაც თქვენ ყოველ ჯერზე არც სერვისის და არც ბარათის მონაცემების მითითება არ დაგჭირდებათ, არამედ ერთჯერადი დასტურის შემდეგ სისტემა თავად განახორციელებს გადახდას.


როგორც ხედავთ, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი გადასახადის შინიდან გაუსვლელად გადახდა, თუმცა, როდესაც საქმე ჩვენს ფინანსებს ეხება, მხოლოდ სისწრაფის იმედად ყოფნა ხშირად არ კმარა. ონლაინ გადახდების განხორციელებისას მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადარიცხვები დაცული და უსაფრთხოც იყოს. თიბისი ფეის ერთ-ერთი მთავარი "ოქროს წესი" სწორედ
უსაფრთხოებაა.