გომური თადუმაძეზე: შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ, თქვენც რამენაირად მოახერხოთ

  • 9 ოქტომბერი 21:18

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა შალვა თადუმაძეს მიმართავს.

მაკო საკუთარი პოსტით გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მაკო გომურსა და სხვა დაშავებულებს ამ დრომდე იმიტომ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული პროკურატურის მხრიდან, რომ გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ ესროლა მათ ტყვიები.


მაკო წერს, რომ "ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა;დ
ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში".


გთავაზობთ მაკო გომურის პოსტს:




 


შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია.