კომენდანტის საათის გათვალისწინებით, დღეიდან ტაძრებში ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება

  • pia.ge
  • 4 აპრილი 09:50

ტაძრების წინამძღვრები დღეს SMS შეტყობინებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია ეძლევათ.


"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.


შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge