საქართველოში COVID-19- უკვე 28-ე პაციენტმა დაამარცხა

  • 3 აპრილი 22:54

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 28-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული.


ქვეყნის მასშტაბით კარანტინში უკვე 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში, ექიმების დაკვირვების ქვეშ 334 პაციენტი იმყოფება.