რუსთაველი დეპუტატი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურად დაუცველებთან კონტაქტობდა – ახალი დეტალები

  • 3 აპრილი 22:33

რუსთავის საკრებულოს წევრს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მათ შორის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთანაც. ამას „მთავარ არხთან“ რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ადასტურებს.

დეპუტატი დედისგან დაინფიცირდა, ვიდრე მას დიაგნოზს დაუსვამდნენ, ის საკრებულოს სხდომებზეც იმყოფებოდა.


ტაბაღუა ამბობს, რომ მასთან უშუალო კონტაქტი 10 დღის წინ ჰქონდა.


„10 დღის წინ მქონდა მასთან შეხება. ჩვენ ერთი ტაძრის მრევლი ვართ და სალოცავად ერთად დავდიოდით, თუმცა 2 კვირაა, რაც ტაძარში არ ვყოფილვარ“, – განაცხადა მერმა.


ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრი „ავერსის კლინიკაშიც“ იმყოფებოდა და მან გამოკვლევები ჩაიტარა.


შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.


ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც.


მას კორონავირუსი დედისგან გადაედო. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.


წყარო