რას ამბობს ძვირფასი ქვა

  • თბილისელები
  • 9 ოქტომბერი 18:48

ძვირფასი ქვები ზოგს ისე უყვარს, რომ მათში ძალიან დიდ თანხას იხდის. ამბობენ იმასაც, რომ ძვირფასი ქვები გავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე, მის ხასიათზე.

მოცემული ძვირფასი ქვებიდან ამოარჩიეთ, ყველაზე მეტად რომელიც მოგწონთ და ტესტით თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეებს ამოიცნობთ:


ბრილიანტი, აკვამარინი, ზურმუხტი.


* თუკი ბრილიანტი გხიბლავთ და ის ამოირჩიეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გულწრფელი და კეთილი ადამიანი ხართ. არასდროს დაუშვებთ უსამართლობას ურთიერთობებში. თქვენი საქციელი ყოველთვის ემთხვევა თქვენს სიტყვებს, ტყუილს ვერ იტანთ. თუ რამე საქმეს მოჰკიდებთ ხელს, ბოლომდეც მიიყვანთ. ყოველთვის გვერდში უდგახართ მეგობრებს და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებით მათ. საკუთარი თავის დაცვაც შეგიძლიათ, არავის აძლევთ უფლებას, ხმამაღლა და უხეშად გესაუბრონ.


* თუკი აკვამარინი ამოირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ავანტიურების მოყვარული ხართ. ყოველდღიური რუტინა და სიმშვიდე თქვენი ნამდვილად არ არის. გიყვართ ცვლილებები. კომფორტის ზონიდან ადვილად გამოდიხართ. ასევე, იცით, რა გინდათ ცხოვრებაში. განათლებული და ჭკვიანი ხართ, ყოველთვის გახსნილი ახალი ინფორმაციის მისაღებად. ზოგჯერ ემოციური ფონი არ გაძლევთ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას, თუმცა უშუალოდ პროცესით სიამოვნებას მაქსიმალურად იღებთ.


* თუკი ზურმუხტი ამოირჩიეთ, ხელოვანი ადამიანი ხართ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ნივთებში ისეთ რაღაცებს აღმოაჩენთ ხოლმე, რასაც სხვები ვერ ხედავენ. არაორდინარული და კრეატიული ხართ, დღის განმავლობაში ათასამდე იდეა მოგდით თავში. ამ იდეებს უზიარებთ მეგობრებსაც, ისინიც სიამოვნებით იყენებენ მათ და რჩევებსაც გეკითხებიან. პოზიტიური და ნათელი ფერების მოყვარული ხართ. ყველას მუდამ დადებითი ემოციებით ავსებთ.

წყარო: თბილისელები