მთიულმა ბუთქუჩებმა საჩუქრებით გაიხარეს (ფოტოები)

  • 9 ოქტომბერი 16:07

მთიული გოგო-ბიჭი, რომელთა ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიარა, „პირველმა არხმა“ სხვადასხვა კეთილი ადამიანის შეწირული საჩუქრები ჩაუტანა.

ბექამ და მარიამმა ჟურნალისტს გაუმხილეს, რა გაუხარდებოდათ ყველაზე მეტად და სწორედ ის საჩუქრები მიიღეს დღეს.


ფუშფუშა კაბაში გამოწყობილმა მარიამმა ველოსიპედით სიამოვნებით გაისეირნა.


ფოტოებს ჟურნალისტები, სოფიკო მთივლიშვილი და ნინუცა კახნიაური ავრცელებენ. ბავშვებთან „ახალი კვირის“ გადამღები ჯგუფი კიდევ ერთხელ ჩავიდა.