კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებებს უკავშირდება

  • 2 აპრილი 21:35

აშშ-ში კალიფორნიის შტატში საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ საკრამენტოს ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

"კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვბევების დაახლოებით 1/3 ეკლესიებში შეკრებებთან არის დაკავშირებული. საკრამენტოს ოლქის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩნენ. სოციალური დისტანცირება მუშაობს. ერთმანეთისგან დისტანცირება უნდა დავიცვათ და არ უნდა შევიკრიბოთ საჯარო ადგილებში“, - განაცხადეს ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტში.


ბოლო მონაცემებით, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების 314 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.