მამა შალვა: უწმინდესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დამოკიდებულება აქვს ქრისტესთან, მან ტაძრების დაკეტვისკენ კი არა, ლოცვების გაძლიერებისკენ მოგვიწოდა

  • 2 აპრილი 21:16

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელია საკუთარ “ფეისბუქზე” ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ კათალიკოს პატრიარქმა, ილი მეორემ, რისკის ქვეშ მყოფ მრევლს სახლში დარჩენისკენ, ხოლო სასულიერო პირებს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ სასულიერო პირებს მორჩილება გვევალება, კათალიკოს პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილება არის უმთავრესი. სინოდს არ უთვამს ტაძრები დაკეტეთო. პატრიარქი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და იმის შემდეგ ჩვენ, ეკლესიის მრევლი გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ, რომ პირიქით ლოცვისგან თავი კი არ შევიკავოთ, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. ადამიანებს, რომლებიც რისკის ქვეშ მყოფებიან, პატრიარქმა მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ, სასულიერო პირებს კი მოგვიწოდა, რომ ტაძრები არ დაიკეტოს და რაც შეიძლება მეტად ვილოცოთ”, – აღნიშნა მან.
მამა შალვა კეკელიას თქმით, ილი მეორე საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ყველა განცხადების თუ გადაწყვეტილების საქმის კურსშია.


“ჩვენ ვისმენდით ზოგიერთი  სასულიერო პირისგან, რომ პატრიარქი ძლიერი არ არის, საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე პატრიარქთან ვმსახურობ ამდენი წელი და არც ერთი განცხადება მისი შესწორების გარეშე არ კეთდება, ის არის ამ ეკლესიის ნამდვილად მეთაური და ყველაფრის საქმის კურსშია, მიუხედავად მისი ფიზიკური უძლურებისა, საოცარი სულიერი სიძლიერე აქვს”, – განაცხადა დეკანოზმა.


ასევე დაგაინტერესებთ:


"ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში და 06:00 საათის შემდეგ წავლენ" - მამა შალვა კეკელია სააღდგომო ლიტურგიაზე


სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა