გადაეცემა თუ არა სურსათის შეფუთვიდან კორონავირუსი?

  • 2 აპრილი 20:58

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მოსახლეობას ახსენებს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობას.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ სურსათი ან სურსათის შეფუთვა დაკავშირებულია კორონავირუსის გადაცემასთან“, - განაცხადა ფრენკ იიანასმა, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის საკვების პოლიტიკის საკითხებში კომისარის მოადგილემ.


მისი თქმით, ბევრად უფრო სავარაუდოა ინფიცირებულმა პირმა ვირუსი გაავრცელოს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით, ვიდრე დაბინძურებული სურსათის ან სურსათის შეფუთვის საშუალებით.


მან ასევე დასძინა, რომ თუ ადამიანი, რომელიც სურსათის ობიექტში მუშაობს, კორონავირუსით დაინფიცირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცი არ მიიჩნევს, რომ საჭირო გახდება ბაზრიდან სასურსათო პროდუქტების მასიური გაწვევა.


კითხვას, გარეცხონ უნდა თუ არა მომხმარებლებმა სურსათის შეფუთვა მაღაზიიდან სახლში მიტანისას, ფრენკ იიანასმა უპასუხა:


"არ მივიჩნევთ, რომ სურსათის შეფუთვა ინფექციის გადაცემის ფაქტორია. პირადად მე, როდესაც სახლში მომაქვს სურსათი, შეფუთვას არ ვწმენდ“.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 131 პაციენტია, 26 კი გამოჯანმრთელდა.


წყარო