გლობალურმა კარანტინმა დედამიწის მოძრაობა შეცვალა

  • 2 აპრილი 11:33

დედამიწის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერთა ცნობით, შემცირდა სეისმური ხმაური — პლანეტის ქერქიდან მომდინარე ყრუ ვიბრაციები.

მკვლევართა განცხადებით, ამ ფაქტის წყალობით, დეტექტორებს ახლა უკვე უმცირესი მიწისძვრების დაფიქსირებაც შეუძლიათ. გარდა ამისა, უკეთესად არის შესაძლებელი ვულკანური აქტივობისა და სხვა სეისმურ მოვლენათა მონიტორინგი.


წყარო