ამერიკის დაზვერვა: ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს დაუმალა

  • 2 აპრილი 11:12

ამერიკის დაზვერვამ მოიძია ინფორმაცია და თეთრი სახლისთვის შეადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ჩინეთმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელება დამალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა პირველი შემთხვევების შესახებ მონაცემებსა და ინფორმაციებს ჩინური მხარე მსოფლიოს რამდენიმე თვის განმავლობაში უმალავდა და არ ასაჯაროებდა ფაქტებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ბლუმბერგი.


წყარო