დადასტურდა, რომ კორონავირუსი კატებზეც გადადის

  • 2 აპრილი 10:55

ჰონგ-კონგში კორონავირუსის ადამიანიდან კატაზე გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ერთ-ერთი მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, მისი კატა იზოლაციაში გადაიყვანეს.

როგორც კატისთვის ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მას კორონავირუსის ბაქტერიები პირის, ცხვირისა და მუცლის ღრუში აღმნოაჩნდა. 


დადგინდა, რომ კატის ინფიცირების წყარო მისი პატრონი გახდა. ექიმების განცხადებით, კატას დაავადების სიმპტომები არ აქვს. ისინი ცხოვლელისთვის განმაორებითი ტესტირების ჩატარებას გეგმავენ. 


ჰონგ-კონგის სპეციალისტები მოსახლეობას შინაური ცხოველების იზოლაციას ურჩევენ იმ ადამიანებისგან, ვინ კორონავირუსითაა ინფიცირებული.


ჰონგ-კონგში მანამდე კორონავირუსის 2 შემთხვევა ძაღლებშიც დადასტურდა.