აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

  • 2 აპრილი 10:47

ამ თვეში ზოდიაქოს ბევრი ნიშანი იპოვის სიყვარულს და ახალი, სავსე ცხოვრების დაწყებას შეძლებს.

 

 

ვერძი



მზის ძლიერი პოზიცია ვერძებს პირად ცხოვრებაში 20 აპრილამდე დაეხმარება. შემდეგ მზე კუროს ნიშანში გადავა და შესუსტდება. თვის შუა რიცხვების შემდეგ ვერძები ძალების უკმარისობას იგრძნობენ და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა შედარებით გაუჭირდებათ. მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე - ჯიუტ ვერძებს ნამდვილად შესწევთ უნარი, საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლონ. ამისთვის მნიშვნელოვანია, პოზიტიურ ტალღაზე გადაეწყონ და ეგოიზმზე უარი თქვან. 
 
კურო



კუროებს სასიყვარულო საქმეებში ნიშნის მფარველი - მთვარე დაეხმარება. მისი ძლიერი ენერგეტიკა განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს 12-22 აპრილის პერიოდში. ეს მათთვის ყველაზე აქტიური მონაკვეთი იქნება, ამიტომ დრო არ უნდა დაკარგონ. ასევე დაეხმარება კუროებს სატურნი, რომელიც რეტროგრადულად იმოძრავებს. დანარჩენ პერიოდში მათ უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა დაუფიქრებელმა სიტყვამ ურთიერთობებში ბზარი არ შეიტანოს.  
 
ტყუპი



ტყუპები აპრილში პირად ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწევენ. ამას ხელს შეუწყობს სატურნი, რომლის რეტროგრადული ენერგეტიკა ტყუპებს საყვარელი ადამიანის გულისკენ სწორი გზის პოვნაში დაეხმარება. წარმატება სიყვარულში მთელი თვის განმავლობაში გაგყვებათ, ამიტომ ნუ დაკარგავთ შანსს. მარტოხელებს ახალი ნაცნობობა ელით და შეიძლება მეორე ნახევარიც მოძებნონ, ხოლო ვისაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი, მასთან სრულ ჰარმონიაში ურთიერთობების პერიოდი დადგება. 
 
კირჩხიბი



კირჩხიბისთვის აპრილი პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის არცთუ ხელსაყრელი პერიოდია. მთვარის სუსტი პოზიცია 12 აპრილიდან მათ აქტიურობასა და თავდაჯერებულობას მოაკლებს, ასევე სითამამეს არ მიანიჭებს სატურნი, რომელიც რეტროგრადულ მოძრაობას 18 რიცხვიდან დაიწყებს. თუმცა, ვინ დაუდგება წინ ადამიანს, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობები სურს, ამისთვის არის განწყობილი და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს? ენდეთ გულს და სიყვარულისა და ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირ წინაღობას გადალახავთ. 
 
ლომი



ლომებისთვის ამ თვეში 1–12 და 23–30 აპრილის პერიოდები იქნება იღბლიანი. დროის ამ მონაკვეთებში მთვარე – თქვენი მეტოქე – გავლენას შეასუსტებს, ამიტომ სასიყვარულო ფრონტზე გააქტიურებას შეძლებთ. რეტროგრადული სატურნის ენერგეტიკის წყალობით სწრაფად შეძლებთ სიცრუის გამომჟღავნებას და ამით თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებს რომანტიკულ ურთიერთობებში. ასტროლოგები წყვილებს ურჩევენ, ყველანაირი ძალისხმევით აარიდონ თავი ჩხუბსა და საყვედურებს, რათა კონფლიქტებმა ბედნიერებით ტკბობაში არ შეგიშალოთ ხელი. 
 
ქალწული



ქალწულები სიმხნევესა და უკეთესობისკენ შეცვლის სურვილის მოზღვავებას 15 აპრილის შემდეგ იგრძნობენ. ამ პერიოდში მერკური აღარ იქნება რეტროგრადული, ეს კი ნიშნავს, რომ ახალი გამარჯვებები პირად ცხოვრებაში აუცილებლად მოვა. ასტროლოგები გირჩევენ, შეწყვიტოთ ორჭოფობა და ბოლომდე გაიხსნათ სიყვარულისთვის. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მასთან მეტი დრო გაატარეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება განმარტოებით დასვენება, რაც დაახლოებაში დაგეხმარებათ. 
 
სასწორი



სასწორებს აქტიურობას ასტროლოგები თვის მეორე ნახევარში ურჩევენ. მზე ძალას 20 აპრილის შემდეგ დაკარგავს და ამიტომ სასწორებს საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა შეემატებათ. წყვილები უნდა შეეცადონ, წვრილმანი ნაკლი მიუტევონ პარტნიორებს, სხვაგვარად ურთიერთობები დაიძაბება, ამას კი ხელს 24 აპრილის შემდეგ ვენერას შესუსტება გამოიწვევს. 
 
მორიელი



მორიელებმა ბედი სიყვარულში 1–12 და 23–30 აპრილის პერიოდებში უნდა სცადონ. ამ მონაკვეთებში მთვარე შესუსტებულია და ეს არ შეგზღუდავთ. ეს კარგი პერიოდებია ახალი ნაცნობობისთვის, ასევე ოჯახური ურთიერთობების მოსაგვარებლად. ვინც მეწყვილეს ეძებს, ვარსკვლავები ურჩევენ, უფრო მეტად გულღია და გულწრფელი იყვნენ. 
 
მშვილდოსანი



მშვილდოსნებს ბედი თვის პირველ ნახევარში გაუღიმებს. ამაში მზე დაგეხმარებათ – თითქმის 20 აპრილამდე და პოზიტიურ განწყობას შეგინარჩუნებთ. ასევე თქვენ მხარესაა რეტროგრადული პლუტონი, მისი წყალობით 22 აპრილის გამჭრიახობა შეგემატებათ, ეს კი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, რომელთანაც ნამდვილად ბედნიერი და მყარი კავშირის აგება რთული იქნება.  
 
თხის რქა



სასიყვარულო ურთიერთობებისთვის იღბლიანი თვის პირველი ნახევარი იქნება. მთვარის სუსტი პოზიცია დაგიბრუნებთ მშვენიერ განწყობას, ეს კი რომანტიკული ურთიერთობებისთვის განგაწყობთ. ასტროლოგები აპრილის პირველ ნახევარში წყვილებს ურჩევენ, დაივიწყონ წყენა და პრეტენზიები და დატკბნენ თავიანთი გრძნობებით. 15–ის მერე მერკური ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება და პირველ პლანზე საქმეები წამოიწევს. 
 
მერწყული



მზის აგრესიული გავლენის გამო აპრილის პირველი ნახევარი რთული იქნება. 20–ის შემდეგ კი მზე თავის ძალას დაკარგავს. მისი გადასვლა კუროს ნიშანში დაგიბრუნებთ კარგ განწყობას, ეს კი ნიშნავს, რომ თამამად შეძლებთ რომანტიკული ურთიერთობების ჯადოსნური სამყაროს კარის გაღებას. წყვილებს ასევე კარგი პერიოდი თვის მეორე ნახევარში დაუდგებათ. 
 
თევზები



თევზებს სიმტკიცეზე მთვარე გამოცდის. მისი ძლიერი პოზიცია შესუსტდება, რაც ნეგატიურად აისახება განწყობაზე. თუმცა, სიყვარულისთვის არ არსებობს დაბრკოლება. თუ ნამდვილად გსურთ გრძნობებით დატკბეთ, ზედმეტი ეჭვები მოიშორეთ. უსიამოვნებების გადალახვა უფრო ადვილია, როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, რომელიც მხარში ამოგიდგებათ. მოაგვარეთ პირადი ცხოვრება, თუნდაც ამაში პლანეტები ვერ დაგეხმარონ. გახსოვდეთ, რომ აპრილში ბედნიერება თქვენს ხელთ იქნება.


ასევე დაგაინტერესებს:


როგორი დღე მექნება?


როგორები არიან 2 აპრილს დაბადებულები?


წყარო