2 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

  • 2 აპრილი 10:34

გაეცანით 2 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები.

 

2 აპრილს ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. ბევრ რამ მათ ცხოვრებაში არჩეულ გზაზე, ოჯახზე და იმ ვითარებაზეა დამოკიდებული, სადაც გაიზარდნენ. ისინი უშიშარი ადამიანები არიან, უყვართ გარისკვა, სისხლში ადრენალინის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსვლა. ძალზე განვითარებული აქვთ ინტუიცია და ლიდერის თვისებები. თუ ამ თვისებებს სასიკეთოდ არ გამოიყენებენ, მათი ცხოვრება უღიმღამო, უსიხარულო და ტყუილებით აღსავსე გახდება.
 


2 აპრილს დაბადებულები იდეალისტები არიან. მათი მიამიტობა და ბავშვური ხასიათი ხელს უშლის იმ თვისებების გაძლიერებას, რაც მიზნების მიღწევისთვის არის საჭირო. სწორედ ამის გამო ექმნებათ სირთულეები კარიერაში. ამის თავიდან ასარიდებლად მათ საბოლოოდ უნდა განსაზღვრონ ცხოვრებისეული მიზნები და თავიანთ თავს დაუწესონ ოცნებებისა და იმედების ზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროს ტყუილად დახარჯავენ და მათი ცხოვრება სრულ ქაოსში იქნება.


ამ დღეს დაბადებულებს ძალიან უყვართ საკუთარ ოცნებებსა და იდეალებზე საუბარი და ამავე დროს, ამის სხვებისთვის თავს მოხვევა. ისინი ხანდახან თავიანთ წარმოსახვით სამყაროში იმყოფებიან და ამიტომ მათი გულწრფელობა შეიძლება არაადეკვატურად აღიქვან. როგორც წესი, მათთვის სამყარო მხოლოდ თეთრ და შავ ფერებში არსებობს, შუალედური ფერები მიუღებელია; ამიტომ სამყარო ორ მტრულ მხარედ იყოფა. გარშემომყოფებში პატივისცემას თავიანთი გულწრფელობისა და ადამიანურობის წყალობით იმსახურებენ, სწორედ ამიტომ უნდა შეაკავონ თავიანთი მრისხანება და გაღიზიანება. მათ უყვართ სუსტების, განაწყენებულების დაცვა, ამიტომ ხშირად ადამიანებს მტრებად იკიდებენ.
 


2 აპრილს დაბადებულებს ხშირად არ ესმით და უკვირთ სხვების ემოციებისა, რადგან მათთვის ემოციების განცდა არცთუ მარტივია. ამისთვის მათ სირთულეები და ტანჯვა უნდა გამოიარონ. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას ლაპარაკობენ მათზე, ამიტომ მაშინვე ვერ აღიქვამენ იმას, რომ გარშემომყოფებს მათი არ ესმით. ეს მათთვის ხშირად დიდ ტრაგედიად იქცევა ხოლმე.


ჯანმრთელობა


2 აპრილს დაბადებულებმა მუდამ უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მათთვის რეკომენდებულია რეგულარული, საშუალო დატვირთვის ფიზიკური სავარჯიშოები. უნდა მიხედონ ნერვულ სისტემას, რადგან განვითარებულ წარმოსახვას დეპრესიებისა და ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა შეუძლია. არ უყვართ ექიმთან წასვლა, ამიტომ ხშირად მცირე პრობლემა დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე. ძალიან უყვართ ჭამა, თავს სხვადასხვა ნუგბარით ინებივრებენ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ წონას.


რჩევა:


გარისკეთ და სცადეთ გახდეთ რეალისტი. უარი თქვით უჩვეულო ილუზიებსა და იდეალებზე. მოისმინეთ სხვისი მოსაზრებებიც - ის შეიძლება უფრო სწორი იყოს, ვიდრე თქვენი. გახსოვდეთ, რომ კრიტიკა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.


 


ასევე დაგაინტერესებს:


როგორი დღე გექნება?


წყარო