საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

  • 2 აპრილი 10:21

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა - მის შესასეხებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ქვეყანაში 130 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 23 კი, გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 105 პაციენტი მკურნალობს.


კარანტინის რეჟიმში 5437 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 260 პაციენტი.