კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა

  • 2 აპრილი 01:11

ვიცი, რომ ელოდებოდით პასუხს და გეტყვით, რომ არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მეუფე საბამ მრევლს მოუწოდა, რომ ილოცონ კორონავირუსით დაინფიცირებულ სასულიერო პირებზე და სთხოვა, რომ სახლში ილოცონ, ხოლო თვითონ ტაძარში ილოცებს მათთვის


„თქვენი უდიდესი ნაწილი კარგად იცნობს ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას. მას აღმოჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიდემიის ეპიცენტრია და არ ვიცით, ვისგან მოხდა მისი დაინფიცირება. ასევე გეტვით, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში მკურნალობს“ - განაცხადა მეუფე საბამ.


ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 205,438 ადამიანი არის ინფიცირებული, საიდანაც 4,528 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულია 8,762 ადამიანი.