კანადაში უკვე შექმნილია კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერია

  • 2 აპრილი 00:57

ორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია - მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძეა. ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულამ" ჩაწერა, გიორგი ბაბუაძე ამბობს, რომ ვირუსი კარგად შესწავლილი იყო, ამიტომ ვაქცინა ორ თვეში შეიქმნა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეცნიერები პრეკლინიკურ ფაზაში არიან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა მიმდინარეობს და თუ ცხოველებზე ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, პრეპარატის გამოცდის შემდეგ ფაზაში მოხალისეები ჩაერთვებიან.


"მთლიანობაში, სჭირდება ერთი ან ორი წელი ვაქცინის გამოგონებიდან, მაგრამ რაკი ახლა, ასეთი პანდემიური სიტუაციაა, მთელი მსოფლიო კონცენტრირებულია ამ დაავადებაზე, ალბათ 1 წელი დასჭირდება", - ამბობს ბაბუაძე და აღნიშნავს, რომ ვაქცინის შედეგები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გამოცდის ყველა, მკაცრად გაწერილი ეტაპი დასრულდება


"კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების გარკვეულ ჯგუფს, რომელშიც ერთიანდება დაახლოებით 11-მდე სხვადასხვა სახეობა და შტამი. ამ 11 სახეობიდან ადამიანისთვის პათეგონურს წარმოადგენდა 6 სახეობა, კოვიდ-19 მეშვიდეა. ეს ვირუსი დიდი ხანი შესწავლილია. 2003 წელს იყო პირველი აფეთქება, მაშინ გამოჩნდა "სარს"-ი, მწვავე რეპირატორული სინდრომი და მეცნიერებმა მაშინვე დაიწყეს შესწავლა. უბრალოდ, რაკი ახლა ახალი შტამი გამოჩნდა, საჭირო გახდა ხელახალი შესწავლა და  დამატებითი კვლევის ჩატარება", - ამბობს ბაბუაძე.


წყარო