რა უნდა გააკეთოთ დღეს ? - 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 9 ოქტომბერი 11:07

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 20:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა.

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.


ნუ იჩქარებთ, ყურადღებით შეასრულეთ ყველა საქმე, აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები და აგრესია. არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და რეალობის უგულველყოფა, რადგან ილუზიებით ცხოვრება მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, ლომის, მორიელის, მერწყულის ნიშბნით დაბადებულებს და მათ, ვისაც განსაკუთრებული ემოციურობა, მგრძნობიარობა ახასიათებს.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.


ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, ფეხის ტერფებს და თვალებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge