პეტიცია: პარტიებმა 3 თვით უარი თქვან საბიუჯეტო თანხებზე და დააფინანსონ ეპიდემიასთან ბრძოლა

  • change.org
  • 2 აპრილი 01:13

ინტერნეტში ახალი პეტიცია გამოჩნდა სახელწოდებით: საქართველოს მოქალაქეების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს. პეტიციის ავტორები პარტიებისგან სამი თვით დაფინანსებაზე უარის თქმას ითხოვენ.

“საქართველოს მოქალაქეების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს: ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, სამი თვით უარი თქვათ თქვენი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე და თანხა გადარიცხოთ ეპიდემიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები” – აღნიშნულია პეტიციაში.

სრული ვერსიის ნახვა change.org