"პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ.. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს"

  • 2 აპრილი 00:28

მე მართლმადიდებელი მორმუწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ და თითქმის ყველა წირვა-ლოცვას ვესწრები – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტმა განმარტა, პანდემიის პირობებში შეიძლება თუ არა ტაძრებში სიარული და დაესწრება თუ არა პირადად სააღდგომო ლიტურგიას.


„პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ.


ამ ქვეყანაზე ყველაფერი უფლის ნებაა. თუ ჩვენ დავიცავთ ეპიდემიოლოგების მიერ მოწოდებულ ყველა წესს, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ, ან საპატრიარქომ, მარინა ეზუგბაია პასუხობს, რომ „ეს გადაწყვეტილება იქნება გონივრული, ვინაიდან ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს“.


წყარო