დისტანციის დარღვევისთვის ზუგდიდში 3 000 ლარით მამა-შვილი დააჯარიმეს

  • 1 აპრილი 14:59

ზუგდიდის მკვიდრები ლადო აბსანძე და მისი შვილი ლევან აბსანძე სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა 3000 ლარით დააჯარიმეს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა სუპერმარკეტ "ჯიბეში" 30 მარტს მოხდა. აბსანძეები ამბობენ, რომ ისინი უკანონოდ დააჯარიმეს და გასაჩივრებას გეგმავენ.


"მაღაზიასთან ვიდექით და ველოდებოდით ჩვენს რიგს, ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და დაგვაჯარიმეს. გუშინ ვიყავი სასამართლოში და გადამამისამართეს სამმართველოში. იქ მითხრეს დისტანციურად ვმუშაობთო და განცხადება მეილით შემოიტანეთო, მაგრამ შეფერხება იყო და ვერ მოვახერხეთ.


 მერე აქეთ დაგვირეკეს და მითხრეს სკაიპის საშუალებით გაგესაუბრებით და ასე უნდა განვიხილოთ თქვენი საქმეო. წარმოდგენა არ გვაქვს რატომ გააკეთეს ეს. როგორც იურისტები მეუბნებიან, ოჯახის წევრებზე არ მოქმედებს დისტანციის მოთხოვნა", – ამბობს ლადო აბსანძე.


 წყარო