ირაკლი ლატარია: მისასალმებელია, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ახერხებს ეკონომიკის წახალისებას, თან ამ დროს

  • 1 აპრილი 14:30

„მისასალმებელია, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ახერხებს ეკონომიკის წახალისებას, თან ამ დროს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით.

„მაშინ, როდესაც თითქმის შეჩერდა იმპორტი, ინვესტიცია, შემოსავლებმა იკლო, ადამიანების უმრავლესობა ,,ჩაჯდა" სახლში, მაშინ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური პრობლემებია, მაშინ, როდესაც არ გაგვაჩნია ნავთობი, აღარაფერი გადის საზღვრებს გარეთ, მაშინ, როდესაც ბიუჯეტში არსებული თანხები მიმართულია ჯანმრთელობის დაცვასა და უდიდესი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით ორი მილიარდი ლარი გამოიყო. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, ხალხს უჭირს, უფრო მეტად გაუჭირდებაო, მაგრამ ხალხს კი არა, ზოგადად პლანეტას უჭირს და ეს გაჭირვება არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ყველანაირ წინსვლაზე ფიქრსაც კი. მისასალმებელია, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, თუნდაც ამ დოზით ახერხებს ეკონომიკის წახალისებას, თან ამ დროს“, - აღნიშნავს ირაკლი ლატარია.