ტუჩების დალურჯება, სუნთქვის გაძნელება და ძიალიანობა - ჰოპკინსის ექიმი იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლის დროსაც სასწრაფოს უნდა მიმართოთ

  • 1 აპრილი 14:54

ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველის საოკნსულომ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის, სტივენ ჰოპკინსისი სამედიცინო ცენტრის ექიმთან მამუკა მაჩაიძესთან კორონავირუსის შესახებ სპეციალური ონლაინკონსულტაცია მოაწყო.

მამუკა მაჩაიძემ იმ სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღბა, როდესაც ადამიანებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართონ.


მედიკოსის თქმით, ესენია სუნთქვის გაუარესება, ძილიანობა, გონების დაბინდვა და კოდურებისა და ტუცების დალურჯება.


"პირველი ნიშანი რის შემხვევაშიც უნდა მივმართოთ სასწრაფოს არის სუნთქვის გართულება, მეორე არის ზეწოლის შეგრძნება გულმკერდზე, მესამე გონების დაბინდდვა ან ძილიანობა და მოეთხე ტუჩების ან კიდურების დალურჯება. თუ ერთერთი მაინც გაქვთ ამ 4-დან ეს ნიშნავს, რომ მძიმე დაავადებასთან გაქვთ საქმე და აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფოს", - განაცხადა მაჩაიძემ. 


მისივე თქმით, ვირუსისგან თავს დაცვის ერთერთი ყველაზე კარგი დაცვა თვითიზოლაციაა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმებმა მიიღონ სითხეები, დაისვენონ და დაბალის სიცხის დროს არ დალიაონ ტემპერატურს დამწევი.


"პირველი რაც მთავარია არის იზოლაცია, გამოეყავით სხვებს მაქსიმაურად, გამოყავით ოჯახის წევრებისგან და იქონიეთ საკუთარი პირსახოცი და სხვა ისეთი ნივთები რომელიც არიქნება საზიარო. აუცილებლად გაიკეთეთ ნიღაბი მაშინ, როდესაც სხვებთან გაქვთ ურთიერთობა, დალიეთ სითხეები და დაისვენეთ და მიეცით ორგანიზმს იმის უფლება რომ ეს ყოველივე მიიღოს. არ არის აუცილებელი რომ 37.2 გრადუსზე მივიღოთ მედიკამენტები რადგან შეიძლება ამით მასკირება გავუკეთოთ ბევრ ისეთ სიმპტომს რამაც შეიძლება საჭირო გახადოს რომ თქვენ უფრო დიდი ყურადღება მიაქციოთ ამ დაავადებას, თუ მაღალია საიცხე დალიეთ სიცხის დამწევი ხო დაბალი სიცხის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული სიცხის დამწევის მიღება. ასევე სახლში ზედაპირები გაწმინდეთ სპეციალური ხსნარებით ხოლო თუ მისი შეოვნა პრობლემაა შეგიძიათ 5 სუფრის კოვზი გამათეთრებელი შეურიეთ ერთი ბალონი წყალში და ის გამოიყენეთ ზედაპირების გასაწმენდად ", - განაცხადა მაჩაიძემ.