"გილოცავთ!!! ლეიბორისტებმა მთავრობას მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა"

  • 1 აპრილი 13:56

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მან კომუნალური გადასახადების სამთვიან შეღავათზე ისაუბრა და აღნიშნა, შემდეგი ნაბიჯი ყველა ოჯახისთვის 1000 ლარის დარიგება უნდა იყოს.


"გილოცავთ!!! ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა. მთავრობამ ბევრი კი იქნია ფეხები, ჩვენზე ცილისწამების ოკეანე გადმოასხა, დახოცა წერით საკუთარი ტროლ–ბოტები, მაგრამ ხალხს მაინც მიეცა გარკვეული შვება. თუმცა ეს არასაკმარისია. ივანიშვნა უნდა გახსნას მოპარული მილიარდების ზაედახშა დაურიგოს თვითეულ ოჯახს 1000 ლარი და საგანგებო რეჟიმისას ჩამოაწეროს საბანკო დავალიანებები. მადლობა ყველა პარტიას ვინც მხარს გვიჭერდა ამ საქმეშიც." – წერს შალვა ნათელაშვილი.


მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში ყველას, დაუფინანსებს გადასახადებს.