როგორ რეაგირებენ Covid-19-ზე ისტერიული, ობსესიური, დეპრესიული, შიზოიდური პირები

  • 1 აპრილი 13:47

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კრიტიკული პერიოდის დროს საკითხისადმი ადამიანის მიდგმის 4 სხვადასხვა ვარიანტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიმოიხილავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"როცა დაბალანსებულ ფსიქიკაში ხასიათის რომელიმე ხაზი დაწინაურდება, ან ისედაც რომელიმე ხაზია აქცენტირებული:


ისტერიული: ვაითუ მალე მოვკვდეთ, რაც მსიამოვნებს უნდა ვაკეთო, ვჭამო, მოვწიო, რის კეთების შანსიც არსებობს, ის მაინც არ გამოვტოვო, არ შევიზღუდო, მაქსიმუმი მოვასწრო...


ობსესიური: როგორმე უნდა გადავრჩე, ხელები დავიბანო, ყველა რეკომენდაცია ასმაგად შევასრულო, ვილოცო, სწორად მოვიქცე, სხვებს არ ვავნო, თადარიგი დავიჭირო, მომავალი გავთვალო ...


დეპრესიული: მოხდეს რაც მოსახდენია, კაცობრიობა ისედაც კარგა ხანია დაღუპვის ღირსია. მათზე ვდარდობ, ვისაც სახლი არა აქვს, საჭმელი და ამის გამოც ყველა დამნაშავე და დაღუპვის ღირსი ვართ.


შიზოიდური: სამყარო გვიგზავნის ნიშნებს, გამოწვევებს, ჩვენ ის უნდა გადავლახოთ, უნდა დავფიქრდეთ, ამოვხსნათ, ამით რის თქმა უნდა კოსმოსს? ახლა დასკვნების დროა", - წერს ფანჯიკიძე.