"დღეს პირველი აპრილია და მთელ მსოფლიოს უნდა, ვინმემ გადმოგვძახოს: მოგატყუეთ, მოგატყუეთ"

  • 1 აპრილი 13:27

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ კორონავირუსისის გაქრობა დღეს მთელი მსოფლიოსთვის სასიამოვნო ტყუილი იქნებოდა.

ამასთან კეკელიძე აღნიშნავს, რომ ამ მთავრი სანატრელი ტყუილის ფონზე ყველა ტყუილი უმნიშვნელოა და საზოგადოებას უკეთესს მომავალს უსურვებს.


"დღეს პირველი აპრილია. დღეს მთელ მსოფლიოს უნდა, რომ ვინმე შემოდგეს ევერესტზე. შემოდგეს და გადმოგვძახოს: მოგატყუეთ, მოგატყუეთ - მთელი თებერვალი და მარტი მოგატყუეთ. ადექით, გამოდით ქუჩებში, სიცოცხლე დაიწყეთ, საქმე დაიწყეთ, ერთმანეთი იპოვეთ! მაგრამ ევერესტზე არავინ არ დგას. ამიტომაც არის ახლა ყველა სხვა ტყუილი ყალბი და უსუსური.


უკეთეს თვეს გისურვებთ ყველას!


#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze"