არ მინდა სასუნთქი აპარატი, ახალგაზრდებისთვის შეინახეთ! – 90 წლის ბელგიელი ქალი ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიღუპა

  • 1 აპრილი 12:45

ბელგიაში 90 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სასუნთქი აპარატზე დაყენებაზე უარი განაცხადა.

„არ მინდა ხელოვნური სასუნთქი აპარატი. ახალგაზრდებისთვის შეინახეთ. მე უკვე საკმარისად ვიცხოვრე და კარგი ცხოვრებაც მქონდა“,- უთხრა ექიმებს. ამის შესახებ Dailymail წერს.


 90 წლის სუზან ჰოლატერსი საავადმყოფოში 20 მარტს გადაიყვანეს. მას უმადობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს. მის ქალიშვილს დედის მონახულება არ შეეძლო.


წაიკითხეთ სრულად